პოლიტიკა
"თუ ყოველი მეორე ქართველი ჭკუიდან გადადგა და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხმას, მაშინ მართლა უნდა ვიფიქროთ დავრჩეთ ამ ქვეყანაში თუ გავიქცეთ აქედან", – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ "აჭარის ტელევიზიაზე", ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.
18:38 / 15.09.2020
 
მიხეილ სააკაშვილს მანიაკალური პოლიტიკური ვნებები აქვს. ეს ის რეალობაა, როცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი "ქართული ოცნების" პლატფორმიდან იტყვის... ჩვეულებრივმა, ნეიტრალურმა, მაგრამ ოდნავ საქმეში ჩახედილმა ადამიანმა არ შეიძლება, ვერ შეამჩნიოს, რომ ეს ადამიანი აღარაა ნორმაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დღის ქრონიკა" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
18:36 / 15.09.2020
 
თუ ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე, მისი შექმნილი მართვის სისტემა გაცილებით მეტია, გინდა დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით და გინდა ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამავდროულად არსებობს ფსევდორეალობა, რომელსაც გვახვევენ თავს და ვერ მიაღწიეს შედეგს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დღის ქრონიკა" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
18:32 / 15.09.2020
 
ოფიციალური პეკინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი მასობრივ ვაქცინაციას თავის მოსახლეობაზე არ ჩაატარებს, რადგან მისი აზრით, კოვიდ 19 ქვეყანაში უკვე სრულად “განადგურებულია”. ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანლის, გაო ფუს თქმით, კორონავირუსის ფართო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ დაავადება ხელახლა ძლიერად გავრცელდება.
17:02 / 15.09.2020
 
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას -„დაავალე მიშას“ იწყებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბსოლუტურად ყველა სოფელს და ყველა ქალაქს შემოივლიან, მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები.
16:36 / 15.09.2020
 
გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია, ამან ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთი ახალი სახე - რომან გოცირიძე ჰყავდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
14:57 / 15.09.2020
 
ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა დედა. შეპყრობილია ადამიანი - იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის და რეგიონის ინტერესებით,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
14:55 / 15.09.2020
 
„ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. ამიტომ, ჩნდება კითხვა: ნეტავ რა აქვს ამჯერად ჩაფიქრებული? – წერს გამოცემა The American Spectator სტატიაში სათაურით „ოდესღაც და მუდამ შარიანი სააკაშვილი”.
13:59 / 15.09.2020
 
მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და მითუმეტეს, გადაკოცნისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
13:36 / 15.09.2020
 
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, არ სჯერა, რომ „ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ბანერები გადააკრა. როგორც რომან გოციძიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.
12:28 / 15.09.2020
 
კალენდარი
×