პოლიტიკა
ის, რომ დღეს ოპოზიცია ჯამურად „ქართულ ოცნებას“ ჯობნის, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა.
16:20 / 16.01.2020
 
ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,- ასე ეხმაურება„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას.
16:14 / 16.01.2020
 
დღეს რომ არჩევნები იყოს, ოპოზიცია იმარჯვებს და „ქართული ოცნება" მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს. მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს განაჩენი გამოუტანა იმ ქმედებებისთვის, რასაც 7 წლის განმავლობაში სჩადიოდა.
15:04 / 16.01.2020
 
ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა.
14:48 / 16.01.2020
 
ყველა საკვანძო საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ანტირეკორდი მოხსნა. „ქართული ოცნება“ არის განწირული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
14:42 / 16.01.2020
 
ათეულ წელზე მეტია NDI გაუგებარი მიზნებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით საერთო სივრცეში აჟიოტაჟს ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს. მისი განცხადებით, არადემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთ ორგანიზაციას საქმიანობას აუკრძალავდნენ.
14:35 / 16.01.2020
 
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა.
14:28 / 16.01.2020
 
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
14:19 / 16.01.2020
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარათლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განმარტა, სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობაა, მოსამართლემ ის პატიმრობში დატოვა.
13:42 / 16.01.2020
 
არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც სულ რაღაც 30 პროცენტით სცდება ხოლმე რეალობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
13:38 / 16.01.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×