პოლიტიკა
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
12:18 / 29.09.2022
 
ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელიც არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ. მისი ჩასვლა ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.
12:10 / 29.09.2022
 
აფხაზეთი არის სამოთხე დედამიწაზე, ხალხი კი წმინდანები, ჩვენ გვინდა თქვენთან ავაგოთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ დავამყაროთ ძალიან სერიოზული ურთიერთობები, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერ ასლან ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
17:11 / 28.09.2022
 
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მიმართა პარლამენტს ყურადღება დაუთმოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს ანტირუსულ „დოკუმენტებზე“ ხელის მოწერას აიძულებენ.
16:59 / 28.09.2022
 
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
16:57 / 28.09.2022
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისს სჭირდება დაძლევა.
16:13 / 28.09.2022
 
კობახიძეს და ღარიბაშვილს რომ რეაქცია არ აქვთ იმაზე, რაც ლარსზე ხდება და არც იმაზე, საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ ქვეყნიდან გარბის, მიუთითებს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს ხალხი - საქართველოს თუ რუსეთის?! ამ კითხვას ყველამ უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
13:59 / 28.09.2022
 
„რატომ არ მოიწვიეს უშიშროების საბჭო?“ - ასეთი შეკითხვა ეროვნული ინტერესების მქონე ხელისუფლების პირობებში უნდა დაისვას, რომელიც არ გვყავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხს.
13:58 / 28.09.2022
 
მე სახალხო დამცველის მოადგილე ვარ და რა იდეაც მქონდა, ყველაფრის რეალიზების შესაძლებლობა მქონდა ნინო ლომჯარიასთან ერთად - რომ გითხრათ დიდ ცვლილებებს განვახორციელებ, ბუნებრივია, არა, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად 5 წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში განაცხადა.
13:45 / 28.09.2022
 
საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს - „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
12:57 / 28.09.2022
 
კალენდარი
×