პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
21:24 / 25.03.2020
 
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, – ამის შესახებ შესახებ აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტოს განცხადებაში.
20:27 / 25.03.2020
 
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი.
20:22 / 25.03.2020
 
რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის, ასევე იმ სხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლებსაც აღნიშნულ რაიონებში სხვადასხვა საკითხზე ჩასვლა უწევდათ, პრობლემებს ყოველწუთიერად უგვარებენ.
18:51 / 25.03.2020
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის ქართული წარმოების პირბადეების დარიგების პროცესს დაესწრო.
18:15 / 25.03.2020
 
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
15:17 / 25.03.2020
 
სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
13:38 / 25.03.2020
 
საიტი stopcov.ge უკვე მოქმედებს აზერბაიჯანულ ენაზე და რამდენიმე დღეში აღნიშნული საიტი ამოქმედდება სომხურ ენაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:28 / 25.03.2020
 
ბოლო ორი დღის განმავლობაში Stopcov ფონდში აკუმულირდა 6 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
13:24 / 25.03.2020
 
მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13:01 / 25.03.2020
 
კალენდარი
×