“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელიც გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, “ღამის კურიერის” კითხვაზე – არის თუ არა მისი პოლიტიკური გუნდი ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში წერს, უპასუხა, რომ არ არის და ამაში საზოგადოება მალე დარწმუნდება.მისივე თქმით, გადადგომის შემდეგ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.