პოლიტიკა
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია მირიან ნიკოლაძემ Imedinews-ს დაუდასტურა.
00:24 / 15.08.2020
 
ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, გარეთ ცხვირი არ გამოჰყონ.
00:17 / 15.08.2020
 
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
00:05 / 15.08.2020
 
ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიცილაპიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
22:41 / 14.08.2020
 
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა უნდა იყოს დაფასებული და ქვეყანაში არცერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
22:33 / 14.08.2020
 
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, სოხუმში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
22:30 / 14.08.2020
 
კიდევ ერთხელ ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, დედოფლისწყაროში, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.
19:11 / 14.08.2020
 
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა შემოტანილია.
11:50 / 13.08.2020
 
პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ყველა სოფელს მიწოდება წყალი და ელექტროენერგია.
11:45 / 13.08.2020
 
„ლელოს“ მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვაკის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
11:14 / 13.08.2020
 
კალენდარი
×