პოლიტიკა
საერთოდ არ მიკვირს, რომ მძაფრი რეაქციაა, არც ევროპარლამენტიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
22:54 / 21.01.2020
 
თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს, არჩევნების აღიარება არ მოხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
22:51 / 21.01.2020
 
თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
19:26 / 21.01.2020
 
გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ, - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მიმართა.
19:22 / 21.01.2020
 
ქართული სამთავრობო დელეგაცია კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ადრესატი. უმწვავესი კითხვების მოსმენა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მოუწიათ. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა და შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - სწორედ ეს თემები აინტერესებდათ ევროპარლამენტარებს, რომელთა გზავნილები მმართველი გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მწვავე აღმოჩნდა.
19:06 / 21.01.2020
 
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.
17:57 / 21.01.2020
 
უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
16:57 / 21.01.2020
 
ჩემი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა, - ასე პასუხობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის არ არის მისი ან ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი.
15:55 / 21.01.2020
 
სად შევა, ვის შეხვდება - ეს არის სახალხო დამცველის გადაწყვეტილება და თქვენზე უკეთ ვიცით, - ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.
14:01 / 21.01.2020
 
ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელიც N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.
13:43 / 21.01.2020
 
კალენდარი
×