ოპოზიციას ილუზია შეექმნა და არაადეკვატური გზით მიდიან - მათ მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოში არჩევნების ბედს დანიელსონი წყვეტს. დანიელსონმა უნდა გამოგლიჯოს ხელიდან ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და ჩააბაროს ამ თაფლ და მურაბა ხალხს, - ამის შესახებ პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხეში ყოფნა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ტორპედირება მოლაპარაკებების პროცესის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლება ოპოზიციის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე შეთანხმების საწინდარი ვერ გახდება. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნული ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს.
ამ ტიპის დაპირისპირებაში რიონის ხეობის მცველებს გამარჯვების მცირე შანსი აქვთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნამახვენჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალირ ქსელში წერს:
ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
ანზორ ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისათვის, რომ ,,ნამახვა ჰესი“ არ აშენებულიყო, მე ვაგრძელებ,- ამის შესახებ ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია ,,პალიტრის“ ეთერში განაცხადა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ფანჯარა დაიხურა, სარკმელი შეიძლება ღია იყოს და ისიც რომ მთლად არ დაიხუროს, ხელისუფლებას, მე ვფიქრობ, რაღაც გეგმა უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, დავიცავ ოდესას ბოლო წუთამდე“,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის რადიოსადგურის – „ეხო მოსკვის“ ერთ-ერთ პროგრამაში ისაუბრა.