ლოგიკა არის მარტივი, როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ომით იქმნება გარკვეული ფანჯარა და ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო. ანუ, ეს აზრი მარტო უკრაინელებს კი არ უტრიალებდათ თავში, ქართული ე.წ. ენჯეო სექტორი ამას ახმოვანებდა, - ასე უპასუხა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა PALITRA NEWS-ის ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რა ფაქტორებს გულისხმობს ის, როდესაც საუბრობს ზეწოლაზე საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.