პოლიტიკა
მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს.
12:35 / 04.06.2020
 
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია აუცილებლად გაიმართება.
12:33 / 04.06.2020
 
თუ "ქართულ ოცნებას" არ უნდა საარჩევნო ცვლილების კანონი ჩააგდოს, ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს ამ კანონპროექტს. აბსოლუტურად საკმარისი ხმები გროვდება იმისთვის, რომ ეს კანონი გავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
12:13 / 04.06.2020
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საკარანტინო რეჟიმიდან იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
12:07 / 04.06.2020
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90%-ის გარანტიით.
11:41 / 04.06.2020
 
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.
11:34 / 04.06.2020
 
ზაფხულის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირების აკრძალვის გაუქმებას არ განიხილავს. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში" ისაუბრა. კითხვაზე, ცხელი ამინდების გამო გადაიხედება თუ არა დახურულ სივრცეებში კონდიცირების საკითხი, მინისტრი პასუხობს, რომ ამ აკრძალვის გაუქმება განსაკუთრებით რისკის შემცველია ტრანსპორტში, ვინაიდან ეპიდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების ჯაჭვის პოვნა ძალიან გართულდება.
03:56 / 04.06.2020
 
COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
03:53 / 04.06.2020
 
ჩვენ უნდა დავივიწყოთ გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცის შესაქმნელად, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ვიღაცების ჩამოშორებას პოლიტიკიდან , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
22:41 / 03.06.2020
 
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ წესების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს.
15:32 / 03.06.2020
 
კალენდარი
×