პოლიტიკა
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს - ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია
14:26 / 05.12.2022
 
ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ
13:51 / 05.12.2022
 
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანმა" (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელმაც აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი უნდა შეასრულოს.
13:44 / 05.12.2022
 
„ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევი აქვთ მიმდინარე წლის 15 დეკემბრის სხდომაზე. დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებს უკავშირდება. განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები დასკვნაში გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე
12:03 / 05.12.2022
 
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
10:54 / 05.12.2022
 
ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა… რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები… ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – სახელმწიფოსიც და ხალხისაც, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს თავდაცვის ძალებს, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, ვიპოვოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის მსოფლიოში. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ. ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით განსახორციელებლად, სწორედ ამიტომ ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინის გაძლიერებას და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი შედეგია, პირადი მიღწევა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
10:42 / 05.12.2022
 
მთელი გულით, სულით, დაღუპული მეომრების ოჯახების წევრებთან ვართ
10:36 / 05.12.2022
 
მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. საშინაო დავალება მოგვცეს. მაგათი ბავშვი ვინ არის?! ჩვენზე ცივილიზებულები არიან? - გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა?! ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
15:25 / 04.12.2022
 
გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს, რატომღაც მიმალავენ. გუშინ საღამოს რომ ვიყავი, დამცხრალი იყო, [სახეზე] რაღაცები დამადესო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
15:22 / 04.12.2022
 
ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
12:24 / 04.12.2022
 
კალენდარი
×