პოლიტიკა
უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე.
14:55 / 12.05.2020
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
13:30 / 12.05.2020
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან დიპლომატებისადმი მიმართვისა და შემდგომ, უცხოელი მედიატორების განცხადების შედეგად, „დაზიანდა საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია“.
13:27 / 12.05.2020
 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმების ფორმატის მიღმა არ გავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.
13:22 / 12.05.2020
 
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.
11:38 / 12.05.2020
 
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს.
10:59 / 12.05.2020
 
პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო პროპორციებიც არის ერთი სისტემის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური გარემო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
23:02 / 11.05.2020
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების წესების დასაცავად იქნება ორიენტირებული, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს აჭარაში ტურიზმი.
22:40 / 11.05.2020
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა.
22:32 / 11.05.2020
 
ევროკავშირმა გერმანიის წინააღდეგ შესაძლოა, ევროპის ცენტრალური ბანკის ობლიგაციების შეძენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საქმე აღძრას. საუბარია გერმანიის კონსტიტუციური სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო აღიარებს, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ობლიგაციების შეძენის თაობაზე მიღებული რეგულაციებით საკუთარ მანდატს გადააბიჯა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგნელმა „ევროაქტივს“ განუცხადა.
22:11 / 11.05.2020
 
კალენდარი
×