პოლიტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 647 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 23 - ით გაიზარდა და 372 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.
10:10 / 13.05.2020
 
ეს განცხადებები არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება. ამიტომაც, მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიაში ჩვენს მეგობრებთან, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სენატორ ჯიმ რიშისა და კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებებს.
01:26 / 13.05.2020
 
ჩვენ არ ვამბობთ, რომ სურსათზე ფასები არ გაიზარდა, გაიზარდა და ეს ინფლაციაში მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, თუმცა შემდეგ თვეებში ძირითად აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასები კლებადი ტენდენციის მქონეა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
01:23 / 13.05.2020
 
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „საბიუჯეტო ინვესტიციებს“ დაჰპირდა.
00:31 / 13.05.2020
 
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წასული საჩივრები რამდენით არის შემცირებული ჩვენი მმართველობის პერიოდში? – დაახლოებით 60 %-ით. ყოველწლიურად ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მიმართავდა ევროსასამართლოს, რადგან წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო ყოველთვის „მართალი” იყო მოქალაქესთან დავაში, პრაქტიკულად აზრი არ ჰქონდა დავას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
00:28 / 13.05.2020
 
რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, ყირიმის ანექსია და ქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევაა და ძირს უთხრის ევროპული უსაფრთხოების სისტემას, – ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიაში, რომელსაც ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოაწერა.
00:24 / 13.05.2020
 
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხვალიდან „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება. კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო.
00:13 / 13.05.2020
 
უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნაზე ჩვენ ისეთივე რეაქცია გვექნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში გვქონდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
23:47 / 12.05.2020
 
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ ჩვენი შენიშვნები, წინადადებები, სურვილები გავუგზავნეთ სამინისტროს და გვქონდა იმედი, რომ ეს ნაწილობრივ მაინც აისახებოდა გეგმაში. ამ გეგმამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ყველა მოთხოვნა მასში ასახულია. ამ პროგრამაში გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო ჩვენი მოთხოვნები და თხოვნები, - ასე გამოეხმაურა პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას PosTV-სთან საუბრისას,
23:25 / 12.05.2020
 
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ორმხრივ ურთიერთობაში დადგენილი წესები არსებობს, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს.
23:00 / 12.05.2020
 
კალენდარი
×