პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს საპარლამენტო „პატრიოტებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
23:19 / 14.05.2020
 
საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
23:06 / 14.05.2020
 
„ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
22:39 / 14.05.2020
 
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 262 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალი მონაცემია. გუშინ იტალიაში ვირუსით 195 ადამიანი გარდაიცვალა.
22:35 / 14.05.2020
 
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელშია გამოვლენილი და აღნიშნულ სოფლებში კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.
20:57 / 14.05.2020
 
ევროპის საბჭომ აღდგენით მართლმსაჯულებასა და სასამართლო საქმის წარმოებაში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირთა მოხსენებები გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოხსენებებითი გამოსვლა სტრასბურგში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზებულ წარმომადგენლობით კონფერენციაზე იგეგმებოდა, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გაუქმდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, გამოქვეყნებულ მოხსენებებს შორისაა ვიცე-პრემიერის, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვაც.
18:21 / 14.05.2020
 
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
17:12 / 14.05.2020
 
საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას. ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს შესახებ ევროპა პრესის ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა.
14:58 / 14.05.2020
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორი უფრო სწრაფად გახსნას.
13:54 / 14.05.2020
 
ამ კრიზისიდან უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად არამხოლოდ ტურიზმში, არამედ სოფლის მეურნეობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
12:09 / 14.05.2020
 
კალენდარი
×