პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, პარლამენტში ინიცირებულია და მას მომავალ კვირაში მიიღებენ.
18:16 / 15.05.2020
 
კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით, - ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თითქოს, სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
15:53 / 15.05.2020
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ აღარ გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება.
15:43 / 15.05.2020
 
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზადაა საქართველოს პარლამენტში მივიდეს. ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
15:17 / 15.05.2020
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს.
14:49 / 15.05.2020
 
სემესტრი შედგა და მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
14:33 / 15.05.2020
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, 1-ელ კლასელები - 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს.
14:23 / 15.05.2020
 
ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება. ჩატარების თარიღი, როგორც ყოველთვის, ივნისში გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
14:15 / 15.05.2020
 
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული,საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.
13:12 / 15.05.2020
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
13:08 / 15.05.2020
 
კალენდარი
×