პოლიტიკა
არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება გამოვლინდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი გაფრთხილება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხმალაძემ განმარტა, კონკრეტული ფაქტები მერს მხედველობაში არ ჰქონია და ეს გაფრთხილება მხოლოდ პრევენციას ემსახურებოდა.
14:52 / 15.01.2020
 
ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და თავს არ დავუხრით არავის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.
14:46 / 15.01.2020
 
თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
14:42 / 15.01.2020
 
ეს დასკვნა და არა მხოლოდ ეს დასკვნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
13:24 / 15.01.2020
 
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშის იმ ნაწილშია ნათქვამი, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება.
10:32 / 15.01.2020
 
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
10:49 / 15.01.2020
 
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შესახებ მან “კურიერს” განუცხადა.
01:07 / 15.01.2020
 
პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტია, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.
01:05 / 15.01.2020
 
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.
01:00 / 15.01.2020
 
ამის შესახებ „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.
00:30 / 15.01.2020
 
კალენდარი
×