პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა .
17:43 / 15.12.2019
 
მე მგონია, რომ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, - ამის შესახებ ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
14:22 / 15.12.2019
 
საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და კოლეგები საოკუპაციო ხაზთან სოფელ ოძისში მშვიდობიან, საპროტესტო აქციას მართავენ.
14:14 / 15.12.2019
 
"ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი შეცდომების შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
14:10 / 15.12.2019
 
ჩვენ საქმე გვაქვს არა გაყინულ კონფლიქტთან, არამედ კონფლიქტთან, რომელიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენა და სახელმწიფოს კომუნიკაცია ყველა შესაძლო მხარესთან აქვს, ვისაც მის გათავისუფლებაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია.
13:54 / 15.12.2019
 
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სავარაუდოდ, ხელისუფლება შეურაცხმყოფელ წინადადებას გააჟღერებს. მისივე თქმით, ოპოზიცია მოლოდინის რეჟიმშია, როდის ამოეწურება მოთმინება ხელისუფლებას, რომ კონსტრუქციულ წინადადებას დათანხმდეს.
13:52 / 15.12.2019
 
მათი პოლიტიკური წვალება და წნეხი გაგრძელდება,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს " ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
13:50 / 15.12.2019
 
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
12:39 / 15.12.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.
11:35 / 15.12.2019
 
კალენდარი
×