პოლიტიკა
მე ჩემს გამოსვლაში ინიციატივას გავახმოვანებ, რომ უკვე არსებული ჯარიმების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა შემსუბუქების ფარგლებიც უნდა განვსაზღვროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო და კარანტინის წესების დარღვისთვის დაწერილ ჯარიმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება დამრღვევები იყვნენ, თუკი ქვეყანაში კოვიდინფექციის მეორე ტალღა იქნება.
23:31 / 27.05.2020
 
ორი მთავრობა არის დედამიწის ზურგზე, რომელმაც პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო - თქვენ და ნაურუ , - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
23:06 / 27.05.2020
 
„იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ქვეყანას სჭირდება მმართველი, რომელიც იქნება კეთილგონიერი და საკუთარი ხალხის მიმართ სოლიდარული და ვწუხვარ, რომ დღეს ამ დარბაზში ვერ ვიხილეთ ვერც ერთი და ვერც მეორე“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია.
23:03 / 27.05.2020
 
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის პირობებში, რუსთაველის გამზირზე მანქანით მოძრაობისას შენიშნეს, დაჯარიმდა.
22:52 / 27.05.2020
 
სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს , - ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პრემიერ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
19:59 / 27.05.2020
 
რელიგია არის ის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ დეპუტატებს.
19:30 / 27.05.2020
 
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, გულწრფელად გეუბნებით, რომ პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლობიანად მოვსულვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
19:05 / 27.05.2020
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
18:59 / 27.05.2020
 
ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ სალომე სამადაშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას.
18:21 / 27.05.2020
 
პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრ-გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში.
18:34 / 27.05.2020
 
კალენდარი
×