პოლიტიკა
ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობების თაობაზე სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნულიმ პროცედურის შემდგომ სხდომა გადაიდო რადგან მხარეებსაც და სასამართლოსაც დამატებითი დრო დასჭირდათ პოზიციების ცამოსაყალიბებლად.
საქმე ეხება ინტერმედიას ეპიზოდს, რომელსაც გვარამიამ პროკურატურის ვერსიით, "რუსთავი2"-ის საზიანოდ გადასცა კომერციული უფლებები.
22:31 / 13.12.2019
 
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს.
22:22 / 13.12.2019
 
„ქართული ოცნებიდან“ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ ხმაურით წამოსული თამარ ჩუგოშვილი აღშფოთებას ვერ მალავს მმართველი პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომელიც მამუკა მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა და რომლის მიხედვითაც ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე უნდა ჩატარდეს ძველი სისტემით.
20:15 / 13.12.2019
 
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
18:14 / 13.12.2019
 
ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
17:52 / 13.12.2019
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, მამუკა მდინარაძის ინიციტივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე ისეთი საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომლითაც 2024 წლამდე ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
17:12 / 13.12.2019
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, ამჯერადაც სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.
17:06 / 13.12.2019
 
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყონ.
14:36 / 13.12.2019
 
საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.
14:23 / 13.12.2019
 
“ქართულ ოცნებას” სპიკერები აღარ ჰყავს”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში განაცხადა.
13:01 / 13.12.2019
 
კალენდარი
×