იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ევროპისთვის საქართველო, მისი დემოკრატიული განვითარება.