Loading data...
ვლადიმერ ბოისა საქართველო-ესპანეთის მატჩზე: ეს თამაში იყო ზღაპარი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ ესპანეთთან მატჩი შეაფასა. მან გამარჯვებაში თითოეული კალათბურთელის წვლილს გაუსვა ხაზი.

„ბოლომდე გვჯეროდა, რომ შეგვეძლო მოგება. რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიამ და რიგმა ითამაშეს ზღაპრულად. ეს თამაში იყო ზღაპარი და არ მახსოვს, ესპანეთთან 20 ქულას ვაგებდეთ და მოგვეგო ბოლოს. ყველამ, ვინც მოედანზე შემოვიდა, მაქსიმალურად ითამაშა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოისამ.