Loading data...
თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

თურქეთი: ჩაქირი – მიულდური, ბარდაქჩი, დემირალი, ელმალი – ჩალჰანოღლუ, იუქშექი – აქგიუნი, გიულერი, ილდიზი – აქთურქოღლუ

არბიტრი: დ. მასა (იტალია).

საქართველოსა და თურქეთის მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.