1788182746
სპორტი
სამირ ნასრი: ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს იმსახურებს
ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი სამირ ნასრი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მიიღოს.
როგორც მან აღნიშნა, ეს იქნებოდა ჯილდო იმ სეზონისთვის, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ჩაატარა.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე კილიან მბაპეს გარდა არც ერთი ფეხბურთელი არ გამოირჩეოდა, მაგრამ მან ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერ მოიგო, მაიკლ ოლისეც იქ იყო, მაგრამ მისი დონე პლეი-ოფში მკვეთრად დაეცა, ამიტომ კვარაცხელიას დავასახელებდი, რადგან ეს მისი სეზონის ჯილდო და დაფასება იქნება. ჩემპიონთა ლიგა მთელი წლის განმავლობაში ტარდება, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მხოლოდ ერთი თვეა“, - განაცხადა ნასრიმ.
შეგახსენებთ, France Football-ი გამარჯვებულს 26 ოქტომბერს დაასახელებს. ხვიჩა კვარაცხელიამ ოქროს ბურთზე 2023 წელს მე-17 ადგილი დაიკავა, 2025 წელს კი მე-13.