Loading data...
საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

წინა ორი ტურის მატჩი საქართველომაც და უნგრეთმაც ერთნაირი შედეგით დაასრულა – 1 წაგება და 1 ფრე. ეს გუნდები B დივიზიონის მეორე ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

მატჩი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.