Loading data...
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში პირველი ტაიმის შემდეგ შვიდი ქულის სხვაობით იგებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიასთან გასვლით შეხვედრას მართავს.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი კოპენჰაგენში მიმდინარეობს. პირველ ტაიმში ეროვნული ნაკრები დანიის ნაკრებს უგებს. ამ დროისთვის ანგარიში 39:32-ია.

საინტერესოა, რომ 39-დან 30 ქულა ორი კალათბურთელის ანგარიშზეა: თორნიკე შენგელიამ 18 ქულა ჩააგდო, მარკის რიდმა – 12.