1777911650
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში რევაზ მილდიანმა 140 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 160 კგ დააფიქსირა, რაც მეთორმეტე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 300 კილოგრამით კი მან მეხუთე ადგილი დაიკავა.