მიშელ პლატინი კვარაცხელიაზე: „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ წელს „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს.
როგორც მან აღნიშნა, რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ პატარა ფსონს კვარაცხელიაზე დადებდა.
„არჩევანი რთულია, რადგან ათი წლის განმავლობაში გვყავდა მესი-რონალდუ-რონალდუ-მესი... ახლა ის გაცილებით ღიაა, ეს გასულ წელს ვნახეთ. ამიტომ სახელებს არ დავასახელებ: ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური კილიანი (მბაპე) არის. როგორც ვნახეთ, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი როდრია, მას ძალიან კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა. ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ლამინ იამალია. ფაბიან რუისმა კი ყველაფერი მოიგო. ასე რომ, ოთხი გამოდის, მაგრამ მე პატარა ფსონს დავდებდი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, კვარაზე. ვფიქრობ, პსჟ-ში სწორედ მან ითამაშა ყველაზე დიდი როლი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში“, - განაცხადა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინის 1983, 1984 და 1985 წლებში ზედიზედ სამჯერ აქვს ოქროს ბურთი მოგებული.
France Football-ი ოქროს ბურთის წლევანდელ გამარჯვებულს 26 ოქტომბერს დაასახელებს.