Loading data...
ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფაბიან რუისმა „ატლეტიკოს“ გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს მართავს. მისი მეტოქე „ატლეტიკოა“.

შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა. ასისტი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოს გარეთ დასარტყმელად დაუგორა რუისს. მან კი გამოზომოლი დარტყმით ფრანგები დააწინაურა.

1:0 – წინ პარი სენ-ჟერმენია.