1759218254
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
მარცხენა ფეხის კუნთზე მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ დაეხმარება. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის, ლიგა 1-ის გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩისას მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა.
როგორც Geo Team-ი წერს, ქართველი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არ არის და აღდგენითი პროცესის დადებითი დინამიკით განვითარების შემთხვევაში, ის ლიგა 1-ის მომდევნო ტურის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით შვიდი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლია, რომელიც „ატლანტას“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში გაუტანა.