1783192934
სპორტი
კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი - ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ტურნირში მსოფლიოს 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.