Loading data...
იტალიაში ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონია „არენა დი ვერონაზე“ გაიმართა. ეს არის ამფითეატრი, რომელიც 2000 წლის წინ არის აშენებული. ღონისძიებას 12 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ცერემონიას ოლიმპიური თამაშების 1,5 ათასი მონაწილე დაესწრო. ღონისძიება 2,5 საათი მიმდინარეობდა. ის იტალიური ოპერის, ასევე კლასიკური და თანამედროვე ცეკვის ფონზე გაიმართა. ცერემონიაში იტალიელი მომღერალი აკილე ლაურო, დიჯეი გაბრი პონტე და ბალეტის არტისტი, რობერტო ბოლე მონაწილეობდნენ.

დახურვის ცერემონიის აღლუმზე ოლიმპიადის ყველა 92 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ცერემონიაზე მილანის და კორტინე-დ’ამპეცოს მერებმა ოლიმპიური დროშა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, კირსტი კოვენტრის გადასცეს, ხოლო მან ეს დროშა საფრანგეთის რეგიონების, პროვანს-ალპების და ოვერნის რეგიონების ხელმძღვანელებს გადასცა, სადაც 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება.