1758874971
სპორტი
ილია თოფურია: ვის უნდა სანაძლეო დამიდოს, რომ...
UFC-ის ორი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ვის უნდა სანაძლეო დამიდოს, რომ UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილე მე ვიქნები?“, - წერს ილია თოფურია.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით დონალდ ტრაპისა და დენა ვაითის ერთობლივი გადაწყვეტილებით UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მისი ჩატარება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.
