Loading data...
GEO TEAM-ის ინფორმაციით, ოთარ კიტეიშვილს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს

GEO TEAM-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს.

„როგორც შევიტყვეთ, დიაგნოზია უკანა ზედა კუნთის მცირე დაზიანება. სამწუხაროდ, კიტემ ტრავმა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ბოლო მატჩში მიიღო, რის გამოც ვერც თურქეთთან დაგვეხმარა და ვერც ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშებს“, - წერს GEO TEAM.