Loading data...
ფაბრიციო რომანო: მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, ის ესპანეთში შაბათს გაემგზავრება

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ვილიარეალმა“ გარიგება დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი ესპანეთში შაბათს გაფრინდება, კვირას კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ლიონი“ ამ ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. მიქაუტაძე განსაკუთრებული შენაძენია, რომლის „ვილეარეალს“ სურდა, რადგან დოვბიკის ტრანსფერი არ შედგა“, - წერს ფაბრიციო რომანო.