Loading data...
16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

ფეხბურთში საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს. ტურნირი 6-11 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება. 

ტატა მატვეევას გუნდი მასპინძელ აზერბაიჯანს, რუმინეთსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანში 5 მაისს გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება👇

მეკარე: ელეენე ბონდარევა (კვარტალი, თბილისი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი);

დაცვა: ნასტასია მარგიანი (ვინგსი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე, ქუთაისი), სესილი სვანიძე (კოლხეთი, ხობი), ნინი ვეკუა (ნორჩები, თბილისი), ელენე თვალჭრელიძე (მართვე, ქუთაისი), ანი დავითულიანი (ვერე, თბილისი);

ნახევარდაცვა: თამარ მარუაშვილი (მართვე, ქუთაისი), ნინო სხირტლაძე (რუსთავი), ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი, თბილისი), ანა დოლიშვილი (კვარტალი, თბილისი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი);

თავდასხმა: სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი), სესილი გაბრელიანი (ვერე, თბილისი).

მატჩების განრიგი

6 მაისი | საქართველო - რუმინეთი | 12:00

8 მაისი | საქართველო - ლიეტუვა | 12:00

11 მაისი | აზერბაიჯანი - საქართველო | 12:00