1762940455
სოციალური მედია
ცოტნე ანანიძე: აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას - ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, ვერ იქნება საფრთხე!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ქვეყანას აღნიშნული ინვესტიცია არათუ საფრთხეს შეუქმნის, არამედ, პირიქით - გააძლიერებს.
„აჭარაში 300-წლიანმა ოსმალურმა ასიმილაციამ ვერაფერი დააკლო ჩვენს ქართველობას! ინვესტიცია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აძლიერებს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება საფრთხე!”, - წერს ცოტნე ანანიძე.