1764663569
სოციალური მედია
შალვა პაპუაშვილი: როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?
„ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?“, - დასძენს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა ედება.