1762083659
სოციალური მედია
ნინო წილოსანი წიქარიშვილზე: ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქმედებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და იაფფასიან სცენას უწოდებს. გიორგი წიქარიშვილმა რუსულნომრებიან მანქანას გზა გადაუკეტა, რამაც აქციის მონაწილეთა აღფრთოვანება გამოიწვია.
„მე მაინც ვფიქრობ ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ )) რეალურად კი, ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან... მაშინ როცა ქვეყნის არევით და ომში ჩართვით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებენ, საკუთარ კლასტერს ასეთი იაფფასიანი სცენებით კვებავენ“, - წერს წილოსანი.