ნათია მოდებაძე: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მორიგი გამარჯვებისა და ზეიმის თარიღად შევა!
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მორიგი გამარჯვებისა და ზეიმის თარიღად შევა! გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვინც დიდხანს ელოდით - საარჩევნო უბნებზე მისულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიულეტენზე აღარ დაგხვდებათ!“, - წერს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნათია მოდებაძე საკუთარ სოციალურ გვერდზე.
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მორიგი გამარჯვებისა და ზეიმის თარიღად შევა!!!
გილოცავთ, განსაკუთრებით მათ, ვინც დიდხანს ელოდით - საარჩევნო უბნებზე მისულებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიულეტენზე აღარ დაგხვდებათ! სწორედ, ეს გახლავთ მათი ნამდვილი დასასრულის დასაწყისი!!!
ხვალ, ქართველი ხალხის უმრავლესობის გონივრული გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს უღმერთობაზე, ღალატზე, ბოროტებაზე, მტრობაზე, უღირსობასა და აგენტურაზე!
ხვალ ავირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებასა და წინსვლას! ხვალ კიდევ ერთხელ, ავიხდენთ ნამდვილ ქართულ ოცნებას!!!
დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი გაიმარჯვებს და თანაც, ძალიან დიდი უპირატესობით!
ჩემო მეგობრებო, თითოეულს გისურვებთ წარმატებას თქვენზე მინდობილი საპასუხისმგებლო მისიის პირნათლად შესრულებაში!!!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - წერს ნათია მოდებაძე.