Loading data...
ლევან ნიკოლეიშვილი: არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღვევ ელჩებს შორის ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა, ბატონი პეტერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მეუღლისგან ქირაობს

არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღვევ ელჩებს შორის ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. სასამართლოებზე კრიმინალების, თუ რადიკალების ტრენინგების მხარდამჭერი ამჯერად პოლიტიკურ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, ასევე, ის ინტერესდება, ქირას ნაღდი ანგარიშსწორებით იხდის ფიშერი, თუ სხვა სახის ფარული გარიგება არსებობს.

„ამდენი დიპლომატიისათვის და ელჩობისთვის შეუფერებელი პიროვნება საქართველოს არ ახსოვს. ცხადია, ყველა ელჩი თავისი ქვეყნის მთავრობას წარმოადგენს და შესაბამისად, მისი ინტერესების გატარებას ცდილობს მივლენილ ქვეყანაში, მაგრამ აქ წარმოდგენილი ელჩები აშკარა მტრობაზე არიან გადასული (მეორე საკითხია, რომ ასეთი დავალება აქვთ, თუ არა). არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღვევ ელჩებს შორის ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. სასამართლოებზე კრიმინალების, თუ რადიკალების ტრენინგების მხარდამჭერი ამჯერად პოლიტიკურ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ბატონი პეტერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მეუღლისგან ქირაობს, კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს (ქეშს იხდის? თუ სხვა სახის ფარული გარიგება არსებობს?!), ცალკე ხაზარაძე მალავს გადასახადებს. არ ვიცი, მომავალში კიდევ რას შემოგვთავაზებს ბატონი ფიშერი, ერთი კი ფაქტია, ქართულ-გერმანულ ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიაში ასეთი სამარცხვინო სუბიექტი ნამდვილად ვერ გავიხსენე, ამაზე კი, პირველ რიგში, გერმანიის მთავრობას უღირს დაფიქრება“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.