Loading data...
დიმიტრი სამხარაძე: ცოტა ტონს დაუწიეთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე დებილობა არ იბჟუტუროთ თქვენს 1400-კაციან აქციაზე, თორემ ხალხს თქვენს თავს ვერ გამოვგლეჯთ!

„გლობალური ომის პარტიის კუთვნილი ჰომოსექსუალი მანქურთები რომ იჭაჭებიან, 4 ოქტომბერს აქციას ვატარებთო, მინდა ერთი რამ შევახსენო! 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“, ქვეყნის მასშტაბით, მინიმუმ, 1 500 000 ამომრჩევლის მობილიზებისთვის ვმუშაობთ“, - „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას მიმართავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრისთვის უპრეცედენტო რაოდენობის მხარდამჭერების აქტივობას ახდენს, ამიტომ ოპოზიციას აფრთხილებს, რომ მოსახლეობის გაღიზიანება შეწყვიტოს. 

დედაქალაქშიც უპრეცედენტო რაოდენობის ჩვენი მხარდამჭერების აქტივობას ვახდენთ, ასიათასობით მოქალაქეზეა საუბარი! აქედან გამომდინარე, ცოტა ტონს დაუწიეთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და რამე დებილობები არ იბჟუტუროთ თქვენს 1400-კაციან აქციაზე, თორემ ხალხს თქვენს თავს ვერ გამოვგლეჯთ! ნუ აბრაზებთ და აღიზიანებთ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებსაც თქვენი მავნებლობების შემხედველი, ისედაც მოთმინების ფიალა ევსება!!! მერე არ თქვათ, არ გავუფრთხილებივართო! ხალხის რისხვისგან ვერავინ დაგიხსნით! ჩამოფრინდით მარსიდან, შეგიძლიათ ანიტასთან და ელისაშვილთან ერთად, მთაწმინდიდან ჰერი-ჰერი გააკეთოთ და ამით დაკმაყოფილდეთ! 5იდარასტების რევოლუცია არ გაიშვას არსად“ , - წერს დიმიტრი სამხარაძე.