დავით ქართველიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელი უკმაყოფილების დონე უბრალოდ სოციოლოგიური შედეგი კი არა, ღრმა პოლიტიკური კრიზისის სიმპტომია, რომელსაც ევროპული ელიტები ვეღარ უგულებელყოფენ, დემოკრატია ევროპაში კვლავ ღირებულებაა, მაგრამ მისი ხარისხი - უკვე მყარი ეჭვების საგანია
Ipsos-ის ბოლო გამოკითხვები, რომლებიც დასავლეთში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, შემაშფოთებელ ტენდენციას აფიქსირებს: ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (დაახლოებით 45%) უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია მათ სახელმწიფოში. და ეს უკმაყოფილება გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო ათ წელიწადში. ცალკეულ ქვეყნებში) მაგალითად, საფრანგეთში) იმედგაცრუების დონე უკვე 60%-ს აღწევს და ხელისუფლებისთვის სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალად ყალიბდება - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, დღევანდელი უკმაყოფილების დონე უბრალოდ სოციოლოგიური შედეგი კი არა, ღრმა პოლიტიკური კრიზისის სიმპტომია, რომელსაც ევროპული ელიტები ვეღარ უგულებელყოფენ. დემოკრატია ევროპაში კვლავ ღირებულებაა, მაგრამ მისი ხარისხი - უკვე მყარი ეჭვების საგანია.
„Ipsos-ის ბოლო გამოკითხვები, რომლებიც დასავლეთში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, შემაშფოთებელ ტენდენციას აფიქსირებს: ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (დაახლოებით 45%) უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია მათ სახელმწიფოში. და ეს უკმაყოფილება გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო ათ წელიწადში. ცალკეულ ქვეყნებში) მაგალითად, საფრანგეთში) იმედგაცრუების დონე უკვე 60%-ს აღწევს და ხელისუფლებისთვის სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალად ყალიბდება.
გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან არა დემოკრატიით, არამედ საკუთარ ქვეყნებში მისი განხორციელებით. ისინი ხედავენ ბზარს სახელისუფლებო დაპირებებსა და მათ ეფექტიანობას შორის, ბიუროკრატიულ პროცედურებსა და შედეგებს შორის, არჩევნების შედეგებსა და რეალურ პოლიტიკურ გავლენებს შორის. რეალისტური ანალიზის თვალსაზრისით, ამ უკმაყოფილებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველ რიგში, ძლიერდება ელიტებსა და საზოგადოებას შორის პოლარიზაცია - ევროპული ინსტიტუტები სულ უფრო მოწყვეტილებია ყოველდღიური პრობლემებისგან.
მეორე - კრიზისების შემდეგ (ეკონომიკური, პანდემიური, გეოპოლიტიკური) ამომრჩეველი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ღირებულებების დეკლარირებით და სახელმწიფოსგან უფრო მკვეთრ ეფექტიანობას მოითხოვს. როცა ინსტიტუტები ვეღარ უმკლავდებიან კომუნალური ტარიფებისა და საყოფაცხოვრებო ფასების ზრდას, მიგრაციის გამოწვევებს ან უსაფრთხოების რისკებს - დემოკრატიული მოდელი კარგავს ლეგიტიმაციას ამომრჩევლის თვალში.
მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი - სუვერენიტეტის თემა, უფრო სწორედ მისი დეფიციტი. ბევრ ევროპელს სულ უფრო ხშირად უჩნდება განცდა, რომ ეროვნული ინტერესები ცენტრალიზებული და „ზენაციონალური ლოგიკით“ ჩანაცვლდა - გადაწყვეტილებები არა ბერლინში, პარიზში ან რომში, არამედ ბრიუსელში მიიღება. ეს განწყობა განსაკუთრებით ძლიერია კონსერვატიულ ბანაკში, რომელიც დემოკრატიისთვის ძირითად საფრთხეს სწორედ ეროვნული კონტროლის შესუსტებაში ხედავს. შედეგებიც თვალსაჩინოა. იზრდება მოთხოვნა პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდებიან: თუნდაც პოპულისტურიდან დაწყებული - სუვერენიტეტის მკაცრი დამცველი პარტიებით დამთავრებული.
დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი უნდობლობა ამომრჩევლის ნაწილს პოლიტიკურ ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს, ხოლო თვით ევროპა - კრიზისული არასტაბილურობის ფაზაში შეჰყავს.
ევროკავშირისთვის ეს ნიშნავს კურსის გადახედვის აუცილებლობას, რასაც ძალიან კარგად ხვდებიან დღეს უკვე არა მხოლოდ ცენტრალური ევროპის, არამედ დასავლეთ ევროპის ელიტები და საზოგადოება. ამიტომაც დღევანდელი უკმაყოფილების დონე უბრალოდ სოციოლოგიური შედეგი კი არა, ღრმა პოლიტიკური კრიზისის სიმპტომია, რომელსაც ევროპული ელიტები ვეღარ უგულებელყოფენ. დემოკრატია ევროპაში კვლავ ღირებულებაა, მაგრამ მისი ხარისხი - უკვე მყარი ეჭვების საგანია.
და სწორედ იმაზეა დამოკიდებული ევროპის პოლიტიკური მომავალი, თუ რა რეალურ დასკვნებს გამოიტანენ და უკვე Ჩამოყალიბებული უფსკრულის რომელ მხარეზე დარჩებიან: ტრადიციული ევროპისკენ დამაბრუნებელ გზაზე, თუ „ლგბტ“ დღის წესრიგის მქონე ევროპაში“, - წერს ქართველიშვილი.