Loading data...
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15-16 ნოემბერს, ზემო აჭარაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 15-16 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს მედპერსონალი და, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკით, ზემო აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. 

„აქცია მოიცავს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და ზოგადი პროფილის უფასო გამოკვლევებს ( კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, დერმატოლოგის, ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრამა, გულის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ექოსკოპია, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები); ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

მისამართი: შუახევი; შ. რუსთაველის ქ. N 32; შუახევის მუნიციპალიტეტის ევექსის სამედიცინო ცენტრი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.