1763119229
საზოგადოება
თინათინ რუხაძე ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კარლოს რიკარდო მარტინს სეგლიას შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კარლოს რიკარდო მარტინს სეგლიას შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მუსიკის, კინოს, ლიტერატურისა და კულტურის სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
მხარეებმა პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ნადირაშვილი, ბრაზილიის საელჩოს ვიცე-კონსული პაოლო რენატო დალანიოლი და საელჩოს ადმინისტრაციული ასისტენტი მარიამ ლომსაძე ესწრებოდნენ.