Loading data...
რუსთავში ავტომობილი ჯერ ახალგაზრდას დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურაც.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. 

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.