Loading data...
მიხეილ გოგოლიძემ კახეთის რეგიონში არსებული ნარჩენების განთავსების ობიექტები მოინახულა

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, მიხეილ გოგოლიძემ კახეთის რეგიონში მდებარე ნარჩენების განთავსების ობიექტები მოინახულა.

მიხეილ გოგოლიძე ადგილზე გაეცნო საგარეჯოს, თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელების მუშაობის პროცესს. მან, ასევე, მოინახულა ყვარელში მდებარე გადამტვირთავი სადგური.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს სამუშაო რესურსი ეწურებათ. აქედან, განსაკუთრებით მცირე რესურსით გამოირჩევა თელავში მდებარე ობიექტი. თუმცა, მათი დახურვა ახალი, არასახიფათო, რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნამდე ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან შპს ”საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” 54 მუნიციპალურ ნაგავსაყრელს მართავს.

კომპანია უზრუნველყოფს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ახალი, რეგიონული ნარჩენების ობიექტების მშენებლობას, რომლებიც ჩაანაცვლებს არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს.