1764697304
საზოგადოება
იერუსალიმის პატრიარქი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით სონღულაშვილს შეხვდა. ინფორმაციას იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.
ამავე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, შეხვედრისას თან ახლდა საქართველოს საელჩო წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში, ქალბატონი სოფიო ოტიაშვილი.
გარემოს დაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობას მიღებისთვის. შეხვედრის დასასრულს იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს დელეგაციის წევრები დალოცა და წარმატებები უსურვა.
მისმა უნეტარესობამ მინისტრს იერუსალიმის ვერცხლისფერი იკონოგრაფიული დაფა გადასცა, მინისტრმა კი მის უნეტარესობას ალებასტრით დამზადებული გამოსახულება გადასცა, რომელზეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წმინდა მონასტერია გამოსახული.