Loading data...
გიორგიწმინდაში, გაგრისა და მომავლის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა გიორგიწმინდაში, გაგრისა და მომავლის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ასფალტის ორფენიანი საფარი ორივე ქუჩაზე 2 200 კვ.მ ფართობზე დაიგება. გზის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება.

გზის საფარი სოხუმის ქუჩის I ჩიხშიც უახლოეს მომავალში დაიგება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.