1780490382
საზოგადოება
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ოფიციალურად 4 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყება და მას თბილისის მერი კახა კალაძე გახსნის.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.