1779625199
საზოგადოება
ავარია მარნეულის მუნიციპალიტეტში - დაიღუპა ერთი ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.